ბოლო ამბები
22/08/2026

გვარამიამ ჩემი პოსტების საპასუხოდ რომ ვერაფერი მოიფიქრა, ეტყობა, დათვრა — ასე შვრება ხოლმე, როცა გამბედაობა სჭირდება

“გვარამიამ ჩემი პოსტების საპასუხოდ რომ ვერაფერი მოიფიქრა, ეტყობა, დათვრა — ასე შვრება ხოლმე, როცა გამბედაობა სჭირდება — და ახლა ღობე-ყორეს ედება, და ყვირის: წითლიძეს გოროზია ბინებს ჩუქნისო.

ნიკა, ეგ ჭორი უკვე გავლილია. ჯერ კეზერამ აჩუქაო მტენიდნენ, მანამდე — ინჯიამო, კიდევ მანამდე — ქოცებმაო.)) გაცვდა ეგ ამბავი. რამე ახალი მოიფიქრე, თორემ ხომ ხედავ, ვერც გილაური გადაფარე, ვერც შენი ქურდობა, თაღლითობა და ღალატი.

და ვინც ამ ჭორებს ავრცელებდა, ბოლოს ბოდიშების მოხდა მოუწიათ, შენ ბოდიშს ვერ მოგთხოვ, გაფარჩაკებული კაცისგან რა უნდა მოვითხოვო”- წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე.

სხვა ამბების წაკითხვა