“უწყვეტი პროტესტის 649-ე დღეს რევოლუცია საკუთარ შვილებს ჭამს. ცალკე ნაცებს აქვთ სამოქალაქო ომი, თუმცა უფრო საინტერესო პროცესებია აქტივისტებში.
ის ხალხი, ვინც ნორმად აქცია ადამიანების ონლაინ ჩაქოლვა, ანათემას გადასცა ჟურნალისტი კოლეგისთვის დაბადების დღის მილოცვის და შვილის მოკითხვის გამო, ნორმად აქცია პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილის ზეიმი, შვილის მიერ დედის ქოცობის საჯაროდ გმობა, მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით მშობლის ბულინგი ნაძვის ხეზე წაყვანის გამო, განსხვავებული აზრი გამოაცხადა პრორუსობად, აგინეს სპორტსმენებს და მსახიობებს, დააწესეს ცენზურა მისაღები აზრის ფარგლებზე, არჩევნების შედეგები ვინც აღიარა გადაუარეს, ნორმად აქციეს ცილისწამება, პრო-რუსად გამოაცხადეს ყველა ვისაც რუსთაველის გადაწვა არ უნდოდა, და რა ჩამოთვლის ამათ სიძულვილის ნიაღვარს.
ახლა ამ ხალხს უკან მიუბრუნდა მათ მიერ ნაკვები სიშლეგე, რადგან ქოცი პატრონისთვის ძაღლის პოვნაში დახმარება გადაწყვიტა ერთ-ერთმა, ვინც ქოცისთვის გამარჯობის კრძალავდა თავად, და არა რუსულ ძაღლსო უყვირის თავისივე უდიტორია, მეორე მხარე გახდა დედა ტერეზა, მას შემდეგ რაც მარგინალიზდნენ და ძალა დაკარგეს, იქნებ მცდარი სტრატეგიააო.
მე რომ ქოცი ვიყო, ან რამე ინტერესი მქონდეს, არ დავმალავდი, დავწერდი პირდაპირ. თქვენ ვის რას დაუძახებთ დიდი ხანია ყველას კიდია. მე ვარ პირველ რიგში თქვენი მტერი, და ქოცები არიან კონკრეტულად თქვენი მოხრჩობის საქმეში სტრატეგიული პარტნიორები.
აუცილებელია ვინმემ დაგამთავროთ, იქნებ ჯანსაღი აქტივიზმი აღმოცენდეს თქვენ იდეოლოგიურ საფლავზე, რომელიც შემდეგ ოცნების აბსოლუტურ ძალაუფლებას (რომელიც თქვენი ბრალია) დააბალანსებს.
სანამ თქვენ ხართ ალტერნატივა, ვგულისხმობ არამხოლოდ ოპოზიციას, არამედ წერა-კითხვის უცოდინარ ლობოტომირებულ აქტივისტებს, და გრანტიხვრეპია ენჯეოსექტორს, იქამდე “ოცნების” ძალაუფლება შეუზღუდავია.
ყველა თქვენ ხმის ამოღებაზე “ოცნებას” რეიტინგი ემატება, და ყველა ნორმალური ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქის ინტერესშია, რომ გაქრეთ საჯარო სივრციდან, და დაბადების დღის მილოცვა, ხელის ჩამორთმევა და სოციალიზაცია თქვენთან ტეხავდეს.”- წერს სოციალურ ქსელში სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი ზაზა დობორჯგინიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

