თინა ბოკუჩავას თქმით, ალტერნატიული ტესტით, მას არ დაუდგინდა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა და არც მართვის უფლება არ ჩამოურთმევიათ.
ამ საკითხზე მან 1-ელ სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში ისაუბრა, როდესაც გამოეხმაურა POSTV-ის მიერ, 2026 წლის 24 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბოკუჩავას ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა და მას ავტომანქანის მართვის უფლება 6 თვით ჩამოერთვა.
იმის დასტურად, რომ ბოკუჩავა არ მართავდა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში, მან წარმოადგინა ალტერნატიული ტესტის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ მის სისხლში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
თინა ბოკუჩავას თქმით, ეს არის ხელისუფლების ბინძური პროპაგანდა, რასაც საზოგადოების ნაწილი იჯერებს. ის არ აპირებს სასამართლოში ჩივილს, რადგან უნდობლობას უცხადებს, თუმცა ითხოვს ბოდიშის მოხდას შალვა რამიშვილისგან და POSTV-ის იმ ჟურნალისტისგან, ვინც მის შესახებ ცილისწამება გაავრცელა.

Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
