“ნინო წილოსანს მივმართავ – ნინო, ძვირფასო, უკვე არცთუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ რომ ყველაფერი მოყვე, რაც იცი, რომ მეტი არ დაგჭირდება, დარწმუნებული იყავი, დაჯდები და მოყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ, ამას გპირდები და დღეიდან ჩათვალე, რომ დაწყებული მაქვს შენი შეგულიანება, ეს დაიმახსოვრე, რომ შეგაგულიანე და რომ შეიცვლება ხელისუფლება მერე გამახსენე და თხოვნებით მოდი. აუცილებლად გავაგრძელებ შენს შეგულიანებას, მე დავჯდები და მოგისმენ რაც გექნება მოსაყოლი და ძალიან ბევრი გაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი და ისე, ყურმოკვრით არა. ვიცნობთ ჩვენ ერთმანეთს და დამიჯერე, დაოკდი, შენთვის ასე აჯობებს – მიმართა ნიკა გვარამიამ “ქართული ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანს 3 სექტემბერს, ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერიდან.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

