ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში წერს იმ მიზეზებზე, თუ რატომ გაუშვეს ნიკა მელია პარტიიდან.
“ხშირად მახსენებენ ჩემი მეგობრები, ბრიფინგზე დადექი მელიას გადადგომის მოთხოვნით და მერე პარტიიდან გააგდეთ კაციო, ძირითადად პარტია ახლების წევრები, რომლებიც ნამდვილად არიან ჩემი მეგობრები!
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე სწორი გადაწყვეტილება, არ მიმიღია ცხოვრებაში! გასაგდები იყო და გავაგდეთ!
რატომ? იმიტომ, რომ მაშინაც ასე აგრესიული და უზრდელი დამოკიდებულება ჰქონდა მიშას მიმართ!
პირადად გამოვცადე მისი აგრესიული დამოკიდებულება, ლევან ვარშალომიძის და ნიკა მელიას არჩევნების დროსაც კი! ვარშალომიძეს ვინც მხარი დაუჭირა, ყველა ლანძვით წაშალა ფეისბუკიდან და როცა დავურეკე და ვკითხე რატომ აკეთებ ამას თქო, ზემოდან ,,ვერხით” დააპირა ჩემი ,,დაკაჩავება” რაც ვერ გაუვიდოდა რა თქმა უნდა!
არ ვილანძღები, არ ვაყენებ პირად შეურაცხყოფას, თუმცა, რა გამიატარებია ცხოვრებაში, რომ თავისუფლებაზე მყოფ ნიკა მელიას არ შევახსენო ციხეში მის საქციელი, დამოკიდებულება მიშას მიმართ!
აქვე, იმ ხალხის გამკვირვებია, პარტია აჰლამდე, მიშას სიყვარულს რომ პირდებოდით, უმტკიცებდით საჯაროდ დიდ ერთგულებას და დღეს კაცურ საქციელზეც კი ვერ აკეთებთ აქცენტს!
ისტორია შემოინახავს კადრებს: როგორ იბრძვის მიშა ციხეში, ხელსაც კი ურტყამს ბადრაგს როცა აშკარა აგრესიას გამოხატავენ მის მიმართ და როგორ მორჩილებაში არიან ადმინისტრაციის წინაშე ბევრი სახვა ,,პოლიტ პატიმარი”
თუ დაგაინტერესბთ რას ვგულისხმობ, გეტყვით პირადში როცა მკითხავთ. თავისუფლება მიშა და როცა ეს დღე დადგება, მერე დაინახავთ რა პატარები არიან მაგინარი პოლიტიკოსები მისი ავტორიტეტის წინაშე! მალე დადგება ეს დრო!”- წერს ბონდო თედორაძე.
ამ თემაზე:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

