06/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მე მგონი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ – პრემიერი ოპოზიციაზე

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საზოგადოება ელოდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ. მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.