ბოლო ამბები
12/10/2024

ამიტომ იცავენ ამერიკულ ინტერესებს ასე გაშმაგებით გიგაურები და ლომჯარიები – გოჩა ნაჭყებია

გაზიარება

აგენტები არა, ესენი დივერსანტები არიან! დაგვიანებული კანონი, ანუ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!”- ასე აფასებს ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

“კანონპროექტი, რომელიც ეშმაკისეულზე სახარების კითხვისას წააგავს, რომელმაც დედაბუდიანად შეაშფოთა,არივ- არია მთელი კოლექტიური სანაცეთი. რა თქმა უნდა არ აწყობთ აშშ-დან და დასავლეთიდან რეალური დაფინასესების ოდენობის გამხელა, სად მიდის, რაში იხარჯება გამოყოფილი თანხა, ფაქტია, არა ქართული ინტერესების სასარგებლოდ, პირიქით საზიანოდ და თითიდან გამოწოვილი ამერიკული ნარატივების გასავრცობად, ისეთების მაგალითად , როგორიცაა ” ქალთა მიმართ ძალადობის და მათი უფლებების დაცვა” და ა. შ.
რა თქმა უნდა ესენი აგენტებზე მეტი არიან.

აგენტის მოვალეობა თუ მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებაა, ესენი პირდაპირ დივერსიულ ფუნქციას ასრულებენ ქართულ საზოგადოებაში. ესენი დივერსანტები არიან!
მათი დაფასებაც ამერიკულ მწვანე ქაღალდებში ისაზღვრება. აშშ-ს აგენტურული ქსელის ” საიას ” თავმჯდომარეთა ხელფასი მინისტრების ხელფასზე მეტია.

ამიტომ იცავენ ამერიკულ ინტერესებს ასე გაშმაგებით გიგაურები, ლომჯარიები… მივესალმები კანონის შემოღებას და იმედს გამოვთქვამ შემდეგი ნაბიჯი არეულ -დარეული, ქართული მედიის დაშოშმინება იქნება.”- წერს გოჩა ნაჭყებია.

სხვა ამბების წაკითხვა