ბოლო ამბები
17/10/2026

როგორც ჩანს, მდინარაძემ აკრძალულ სივრცეებში დაიწყო ხელების ფათური – ეკა ბესელია

როგორც ჩანს, მდინარაძემ აკრძალულ სივრცეებში დაიწყო ხელების ფათური, ის გადაყვა იმ კორუფციულ, ძალიან სახიფათო სცენებს და სხვადასხვა ტიპის დაჯგუფებების თვითშემოქმედებით ჩამოყალიბებას, რომელშიც ისე ღრმად შეტოპა, რომ ივანიშვილმაც კი ჩათვალა, რომ ეს ნაბადართული არ იყო”– განაცხადა ეკა ბესელიამ 16 ოქტომბერს, ტვ პირველი”-ს ეთერში ჩართვისას, როდესაც ისაუბრა მამუკა მდინარაძის შესახებ.

“თავდაპირველად, რაღაც დოზით კურუფციაში ყველა ეფლობა და ძალიან კარგად იცის ეს ივანიშვილმა, ნებადართული რომ არ იყოს ამას ვერ გაბედავდა {მდინარაძე} მაგრამ როგორც ჩანს,მან აკრძალულ სივრცეებში დაიწყო ხელების ფათური. როდესაც ამ ტიპის ადამიანებს უკონტროლო ძალაუფლება უვარდებათ ხელში, რომლებსაც მძიმე წარსული აქვთ და თან მართვისა და პასუხისმგებლობის ნულოვანი საყრდენები და შინაგანი მუხრუჭები არ აქვთ,  აი ასე მთავრდება.”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხვა ამბების წაკითხვა