ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეხმიანება “ქართულ ოცნებაში” გამართულ შეხვედრას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.
“1. ივანიშვილმა იცის, რომ დიდი შფოთვაა დაჭერებთან (ქოცების) დაკავშირებით. ყველა შფოთავს, რომ შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს. ამიტომ, დაამშვიდა, რომ “კორუფციასთან ბრძოლა წარმატებთ დასრულებულია“ და დაჭერები აღარ იქნება. სავარაუდოდ მდინარაძეც გადაურჩება დაჭერას. კარგი ბიჭია, უბრალოდ ცოტა ზედმეტები მოუვიდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკიდან რომ წავიდაო – უთხრა ცხვრებს. მტკივნეული პროცესები იყო, მაგრამ აუცილებლად გასავლელი და დავამთავრეთ წარმატებით, ახლა სხვა საკითხებზე უნდა ვფოკუსირდეთო.
2. როცა ქოცები პარტიების აკრძალვის სარჩელზე ხელს აწერდნენ, ეგონათ რომ პიარისთვის ჭირდებოდათ. ახლა უცებ გაირკვა, რომ დიდ შარში არიან. ივანიშვილმა ამ საკითხზე “დიდი გეოპოლიტიკური ანალიტიკით“ დაამშვიდა, რაც შემდეგში მდგომარეობს:
მართალია მეგონა, რომ აშშ და რუსეთი ტრამპის მოსვლისთანავე დალაგდებოდნენ და ცოტა შევცდი, მაგრამ ახლა ნამდვილად ლაგდებიან და უკრაინა დიდხანს ვეღარ გაძლებს, გაზაფხულზე დამარცხდებაო. აშშ–ს ჩვენთვის ახლა არ ცალია, არჩევნები აქვს, ევროპას მთლიანად უკრაინაზე უწევს კონცენტრირება, მასაც არ ცალია ჩვენთვის, ამიტომ კარგი მომენტია, რომ “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უცებ დავამთავროთ და მოვასუფთაოთ აქ სიტუაცია. მერე სად წავლენ? დავჭირდებით და მაინც ჩვენთან მოვლენო – გულისხმობს ე.წ. დაკავშირებადობას.
3. ქოცების შფოთვებს, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს პარტიების აკრძალვას ასე პასუხობს: შიდა რეაქცა აღარ იქნება ისეთი მწვავე და მაგასაც მოვერევით, კობახიძე ამასთან გამკლავების დიდოსტატიაო. რაც შეეხება გარედან რეაქციებს, უთხრა, რომ ახლა უკეთ არის მზად თვითონაც და სახელმწიფოც (სავარაუდოდ იგულისხმა ის, რომ ქონების ნაწილი გადამალული აქვს). მოკლედ, მზად ვართ რეაქციებისთვისო. და თუ რომელიმე თქვენგანს პირადად შეგექმნათ პრობლემა და ზიანი მოგადგათ მაგალითად სანქციებით, ჩვენ აგნაზღაურებთ და მე პირადად ვარ პასუხისმგებელიო.
უნდა გავუძლოთ შიდა და გარე პატარა გამწვავებებს და მალე ყველაფერი დამშვიდდებაო. კობახიძე აქო ძალიან, მშვენივრად აკეთებს ყველაფერსო. თქვენც მადლობა რომ ასეთი კარგები ხართო.”- წერს ჯანგირაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

