19/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ირინა სარიშვილი შესაძლოა დაჯარიმდეს ან 30 დღით დააპატიმრონ

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

ირინა სარიშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო შესაძლოა დაჯარიმდეს, ან 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს.  ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“აი ვინმეს რომ ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო, ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ, საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას. არც ვიცი რა ვთქვა”- წერს ირინა სარიშვილი და იმ პოსტს აქვეყნებს, რაზეც საქმის წარმოება დაიწყო სასამართლომ.

Screenshot