21/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თინა ხიდაშელის თქმით, კოაბიტაციის გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“ვინმეს სეზიორულად სჯერა, რომ 2012-2016 წლებში, საქართველოში კოაბიტაცია ხდებოდა ისე, რომ ივანიშვილი ამის წინააღმდეგი იყო? – განაცხადა თინა ხიდაშელმა 20 ოქტომბერს, გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე.

“რა აკრძალვა?! – მისი მოთხოვნა იყო, საჯაროდ ცნობილი ფაქტია, უამრავი ვიდეო არსებობს, ჩემი მოთხოვნა იყო, რომ პარლამენტში, 2012 წელს შეგვექმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებდა სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და გახმაურებული მკვლელობების საქმეს, რომელიც გამოავლენდა სად მოხდა საქმის ჩაფარცხვა, დაფარვა, მტკიცებულებების გაყალბება და სხვა.

მაშინ, პირადად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ასეთი კომისია არ შექმნილიყო, იმიტომ, რომ მან თქვა – დაგვეძაბება ურთიერთობა დასავლეთთან, ეს არ იქნება სწორი და ამომრჩეველი გასცემს პასუხს ნაციონალურ მოძრაობას და ასე დაიწყო კოაბიტაცია საქართველოში”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.