ბოლო ამბები
12/10/2024

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს

გაზიარება

BBC EYE-ს ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა ამჯერად ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, საპენსიო ასაკის ადამიანებს თანხებს მოტყუებით სძალავს.

თაღლითურ სქემაში კი პირდაპირ ფიგურირებს დავით კეზერაშვილის სახელი.

“ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, BBC Eye იძიებს ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდისგან შემდგარი თაღლითური სავაჭრო ქსელის გლობალურ თაღლითურ ქსელს, რომელიც ატყუებდა კლიენტებს, ერთ-ერთი დაზარალებულია მოქალაქე იან ერიკი, რომელმაც მილიოზე მეტი დოლარი დაკარგა და ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის, საუბარია ათასობით მოქალაქეზე, რომლებსაც თაღლითურად სძალავენ დანაზოგებს.

ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც Milton group, სახელი, რომელიც თავდაპირველად თავად თაღლითებმა გამოიყენეს, მაგრამ  2020 წელს სხვა სახელით დაიწყეს საქმიანობა.

ჩვენ დავადგინეთ 152 ბრენდი, მათ შორის Solo Capitals, რომლებიც, როგორც ჩანს, ქსელის ნაწილია. ის მოქმედებს ინვესტორებზე  და მათ ათასობით – ან ზოგიერთ შემთხვევაში ასობით ათასი – ფუნტს თაღლითურად სძალავენ.

სანდოობის გაზრდისა და ნდობის მოპოვების მიზნით, Milton Group-ის ერთ-ერთმა საინვესტიციო ბრენდმა დააფინანსა უმაღლესი კლასის ესპანეთის საფეხბურთო კლუბი და აქვეყნებდა რეკლამას მთავარ გაზეთებში.”- წერია ჟურნალისტურ გამოძიებაზე.

„ბიბისის“ ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენია, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

ბიბისიმ“ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან  გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, „ბიბისი“ წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან.

„ბიბისის“ გამოძიების ცნობით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილისა და ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. „ბიბისი“ ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.

ამასთან, „ბიბისი“ ესაუბრა „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს და მათ დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის ამ სქემაშია ჩართული.

„ბიბისის“ ცნობით, კეზერაშვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მათ შორის „ლინკედინში“ საკუთარ გვერდზე ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიებსა და იქ არსებული ვაკანსიების შესახებ.

ბიბისიმ“ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიები იყენებდნენ ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელთან წვდომაც მხოლოდ თაღლითობაში ჩართულ „,მილტონის ჯგუფის“ კომპანიებს ჰქონდათ. ასევე, „ბიბისის“ ინფორმაციით, კეზერაშვილის ვენჩერული კაპიტალის კომპანია „ინფინითი“ ფლობდა ვებდომეინებს კომპანიებისთვის, რომლებიც სავაჭრო პლატფორმებს სთავაზობდნენ თაღლითებს.

„ბიბისი“ ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც.

„ბიბისი“ ასევე გადაამოწმა, იმ ოთხ პირის სოციალური ქსელები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ. ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართულ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან.

კეზერაშვილს „ფეისბუქზე“ 45 საერთო მეგობარი ჰყავს „მილტონის ჯგუფთან“ დაკავშირებულ პირებთან და „ბიბისიმ“ დაადგინა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი არის კეზერაშვილის ნათესავი.

„ბიბისი“ წერს, რომ კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, „ბიბისის“ ჟურნალისტები მივიდნენ ლონდონში მდებარე მის სახლში, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მან ადვოკატის საშუალებით უარყო თაღლითურ სქემასთან კავშირები.

ამასთან, მან თქვა, რომ კიევში მდებარე კომპანია „ევერ ეფიქსი“ მისი ცნობით, კანონიერ ბიზნესს აწარმოებს. მისმა ადვოკატმა „ბიბისის“ უთხრა, რომ ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მისი თაღლითებთან კავშირის შესახებ ვერაფერს ამტკიცებს. თაღლითობაში მონაწილეობას „ბიბისისთან“ ინტერვიუში უარყოფენ გამოძიებაში მოხსენიებული სხვა პირებიც.

სხვა ამბების წაკითხვა