21/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ყველას, ვინც დამაბრალა და დაგვაბრალა ჩვენი უსაყვარლესი უწმინდესის დაკრძალვის ხარჯების მითვისება და მოპარვა, მთელი გულით ვუსურვებ იმ სულიერ მდგომარეობაში ყოფნას, მთელი ცხოვრება, უწყვეტად, როგორშიც ჩვენ, ამ ღონისძიების ორგანიზატორები ვიყავით – ბაკურ ბაკურაძე

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“ყველას, ვინც დამაბრალა და დაგვაბრალა ჩვენი უსაყვარლესი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების მითვისება და მოპარვა, მთელი გულით ვუსურვებ იმ სულიერ მდგომარეობაში ყოფნას, მთელი ცხოვრება, უწყვეტად, როგორშიც ჩვენ, ამ ღონისძიების ორგანიზატორები ვიყავით. მაშინ, როდესაც ერთმანეთში არეულია ძალიან საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტკივილი, უზარმაზარი პასუხისმგებლობა, შიშის განცდა, რომ რაიმე არ გამოგრჩეს ან გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, გათენებულ ღამეებსა და ფიზიკურად სრულ გამოფიტვაზე აღარ ვსაუბრობ.

ამ მდგომარეობასთან ერთად ვუსურვებ მთელი ცხოვრება ისე ყოფნას, როგორც ჩვენ ვართ ამდენი ხანია, რომ იცი, რომ ცამდე მართალი ხარ და მაინც გაბრალებენ ყველაზე დიდ უზნეობას რაც კი შეიძლება დაგაბრალონ და ბოლოს გემრიელი შეკურთხება არ გაწყენდათ ყველას უბრალოდ უწმინდესის სახელს ამას არ ვაკადრებ.

იმაში გააგრძელეთ ცხოვრება რაშიც ცხოვრობთ და საცეცებს ტყუილად იქნევთ, წესიერ ხალხს მააინც ვერ გასვრით”- წერს რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე და ეხმიანება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას.

ამ თემაზე:

მთავრობის ადმინისტრაცია პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე ინფორმაციას ასაჯაროვებს