54 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე.
გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; 1995-1996 წლებში გერმანიის „ჰამბურგში“; 1996-1997 წლებში თურქეთის „ტრაბზონსპორში“; 1997-1998 წლებში შვეიცარიის „გრასჰოპერში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი. თურქეთის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელი; საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

