ბოლო ამბები
07/02/2025

კეზერაშვილის საქმეზე ვითომ გამოძიების დეტალებზე პასუხს მთხოვენ – სოფო ხუნწარია

გაზიარება

ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “მე-17 სართული”-ს  წამყვანი სოფო ხუნწარია სოციალურ ქსელში წერს:

“პოსტივიმ” დამირეკა, კეზერაშვილის საქმეზე ვითომ გამოძიების დეტალებზე პასუხს მთხოვენ და ალბთ მერე მოაყოლებდნენ ხომ არ მეუხერხულება მასთან მუშაობა.

ასე ჰკითხეს სხვებს, მე უბრალოდ არ ვაცადე კითხვის დასმა, ჰო და რავი აბა, რამიშვილის ტელევიზიიდან ასეთი კითხვები ცოტა უხერხული ხომ არაა მართლა?!

პარალელურად აგორდა “ქოცებისგან”, რომ “ფორმულა”-ს თამამშრომლები ტოვებენ, რომლებსაც რცხვენიათ აქ მუშაობა და თან დადასტურებული ინფორმაცია აქვთ ხოო, კარადაში ვყავართ ჩაკეტილი, გამოსვლა გვინდა და ვერ გამოვდივართ.

ნათია გამოუშვით გთხოვთ ეგებ გამოიძახოს პატრული და გვიშველოს. ღმერთო რა გეშველებათ ჰა?”- წერს ხუნწარია.

ამ თემაზე:

ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს

სხვა ამბების წაკითხვა