03/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ელენე ხოშტარია ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი
შრიფტის ზომა:

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, ის არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი:

“მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით.
ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის!
აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ.
ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა. ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა!
ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით!”- წერს ელენე ხოშტარია.