ბოლო ამბები
10/12/2024

გამოქვეყნდა BBC-ის საგამოძიებო ფილმი, რომელშიც დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს

გაზიარება

გამოქვეყნდა საგამოძიებო ფილმი, რომელშიც დავით კეზერაშვილის გვარიც ფიგურირებს.

ფილმში საუბარია თაღლითურად მოქმედ ქოლ-ცენტრებზე, რომლის წარმომადგენლებიც ევროპის მოქალაქეებს ათასობბით ევროს/დოლარს სძალავდნენ.

თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.

ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.

„ბიბისის“ ჟურნალისტი ყვება, რომ ნახეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ, მათ შორის იყო რამდენიმე ბრიტანელის გვარიც.

მისივე თქმით, ნაპოვნია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მსხვერპლს სურს უძრავი ქონების შეძენა, თუმცა 10 000 ფუნტზე ნაკლები აქვს.

ფილმში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი საპოლიციო რეიდის კადრები, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და რომელიც საქართველოს ფარგლებს მიღმა ჩატარდა.

„ბიბისის“ ასევე ინტერვიუები აქვს ჩაწერილი თაღლითური სქემის რამდენიმე მსხვერპლთან და ე.წ. ქოლცენტრებში დასაქმებულებთან. ფილმში ისინი იდენტიფიცირებულნი არ არიან.

სხვა ამბების წაკითხვა