ბოლო ამბები
17/09/2024

უფასო პასკა, პური, ქადა და ნამცხვრები მათთვის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს

გაზიარება

15 აპრილის დილის 11:00 საათიდან, დიდ დიღომში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უფასოდ დარიგდება პასკა, პური, ქადა, ნამცხვრები და სხვა საკონდიტრო ნაწარმი.

აქცია განკუთვნილია ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც სააღდგომო ტკბილეულის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.

ამის შესახებ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორი, ექიმი ზურაბ ვენეცკი ავრცელებს.

“15 აპრილის დილის 11:00 საათიდან, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის #9-ში მდებარე “ბერძნული პურის” საცხობიდან დაიწყება ჩვენი სააღდგომო აქცია

უფასოდ დარიგდება პასკა,პური,ქადა, ბულკი, პონჩიკი. ასევე “ვანილას” საცხობის უგემრიელესი ეკლერის, შუს და სხვადასხვა ნამცხვრების სასაჩუქრე ნაკრები.

გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს მეზობლად მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს, დროებით ლტოლვილებს,მათ შორის ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც. ასევე ყველა იმას,ვისაც სჭირდება ასეთი დახმარება. მობრძანდით,გელით”- წერს ზურაბ ვენეცკი.

სხვა ამბების წაკითხვა