ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი გეგმავდა, რომ ტვ პირველის, ფორმულისა და მთავარი არხის გაერთიანებით სატელევიზიო კორპორაციის შექმნას გეგმავდა, თუმცა ეს პროცესი ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალმა შეაჩერა.
“უცნაურ დროს დაემთხვა ქოლცენტრების სკანდალი: “კეზერა” სამი ტელევიზიის: “ფორმულას”, ტვ პირველის და “მთავარი არხი”-ს გაერთიანებას და დიდი სატელევიზიო კორპორაციის გაკეთებას აპირებდა.
მოლაპარაკება დაწყებული იყო და ცხადია, ამ სკანდალის მერე შეჩერდა. სხვა დეტალებზე არაფერს დავწერ,არც იმ ხალხის მოთქმაზე,ჟურნალისტური სტანდარტი ფულის კეთება რომ ჰგონია”- წერს ელისო კილაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს