თბილისის საქალაქო სასამართლომ, ირინა სარიშვილი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
“გამომიცხადეს განაჩენი – ჯარიმა – 2 ათასი ლარი.
ვინც ანგარიშის დადებას მთხოვთ: ძალიან არ მინდა თქვენი შეწუხება. არც ჯარიმას გადავიხდიდი მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი პრობლემები შემექმნება. 7 დღე მაქვს ვადა. ხვალ შევხედავ და თუ სხვა გზას ვერ ვნახავ (კრედიტი, სესხება), მაშინ დავდებ ანგარიშს. უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის” – წერს ირინა სარიშვილი.
საკითხი ეხება სიძულვილის ენის შესახებ კანონს, რომელიც სოციალურ ქსელში საჯარო შეურაცხყოფაზე სხვადასხვა ტიპის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს – ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს





