ბოლო ამბები
ივნისი 17, 2024

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

აპრ16,2023
გაზიარება

ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 136 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.

აკვრაში შოთამ 162 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 298 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ შოთა მიშველიძემ კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

სხვა ამბების წაკითხვა