ბოლო ამბები
11/12/2024

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა

გაზიარება

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას (რუსეთში უცხოელ აგენტად აღიარებული) 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა  ღალატისა და რუსული არმიის შესახებ ყალბი გავრცელების საქმეზე, იუწყება რუსული სააგენტო “რია ნოვოსტის” კორესპონდენტი სასამართლოდან.

მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 400 ათასი რუბლი და აეკრძალა ჟურნალიტური საქმიანობა 7 წლის ვადით.

მას სასჯელის მოხდა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოუწევს.

გამოძიების თანახმად, აშშ-ს არიზონას შტატის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ კარა-მურზამ „პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული“, განცხადებები გააკეთა, ასევე, გამოძიების ინფორმაციითვე, მან განზრახ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ  რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში დაბომბეს საავადმყოფოები, სამშობიაროები, სკოლები და საცხოვრებელი უბნები.

მოგვიანებით გაჩნდა მეორე სისხლის სამართლის საქმე – „უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესახებ , რაზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არასასურველად ცნობის შესახებ“.

მესამე და ყველაზე მძიმე იყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით წაყენებული ბრალდება „ღალატი, რომელიც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალად ედება სამი ეპიზოდი: გამოსვლები ნატოს ასამბლეაში , ჰელსინკის კომიტეტში ოსლოში და აშშ – ში .

განაჩენის გამოცხადებისას აღინიშნა, რომ კარა-მურზას აქვს ორმაგი მოქალაქეობა: რუსეთის გარდა, ის არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და აქვს ბინადრობის ნებართვა აშშ-ში.

ვლადიმერ კარა-მურზა – უმცროსი * – ოპოზიციური მოძრაობის წევრი რუსეთში, მუდმივი სტუმარი ევროპასა და აშშ-ში სხვადასხვა ფორუმებზე, ცნობილი ჟურნალისტისა და ოპოზიციონერის ვლადიმერ კარა-მურზა უფროსის (1959-2019) შვილი.

სხვა ამბების წაკითხვა