22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ”ბიზნესს”

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

კეზერაშვილს მაღალი ალბათობით აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ”კრიშავდა” და კურირებდა საქართველოს ხელისუფლებაში ქოლცენტრების ”ბიზნესს”. – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება BBC-ის საგამოძიებო მასალას.

“იცის ყველა ფიგურანტი და ყველა სისტემა, რომელიც ამ ბინძური საქმით იყო და შესაძლოა დღესაც არის დაკავებული.

ყველაზე კარგი, რაც მას შეუძლია ახლა გააკეთოს, იფიქროს საპროცესო გარიგებაზე ევროპულ და ამერიკულ საგამოძიებო სტრუქტურებთან და გახსნას მთელი სქემა.

სწორად ის ხალხი, ვინც ამ საქმიანობით იყო დაკავებული, ახოცავს ახლა ხელს მას, აქცევს განტევების ვაცად და გამოჰყავს ერთადერთ დამნაშავედ. სინამდვილეში, ვფიქრობ დანაშაული ბევრად უფრო მასშტაბურია და უკავშირდება ხელისუფლებას.
ამაზე კარგს ის ამ ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს.”– წერს ხუხაშვილი.