ბოლო ამბები
12/10/2024

ყაზარმულზე ვართ, ყაზარმულზე – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)

გაზიარება

გუბაზ სანიკიძის თქმით, ოპოზიცია ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული და მზადყოფნაში არიან, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მოულოდნელად სხდომის დანიშვნის შემთხვევაში ადგილზე იყვნენ და მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, რომელიც ქართველი მოსამართლეების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

“იქ ვართ სულ, მორიგეობაა დარბაზში და დანაწილებული აქვთ ტელეფონები ჩვენ კოლეგებს, როგორც კი რაღაც საეჭვო ხდება იმ წუთშივე ზარები მოდის და ჩავრბივართ დარბაზში.”- განაცხადა სანიკიძემ.

ეს გადაწყვეტილება კი ოპოზიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა პარტიამ ორჯერ ჩააგდო კენჭისყრა და რეგისტრაციის არგავლით კვორუმი არ შედგა.

საკითხი ეხება 4 მოსამართლის საქმეს, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო აკრძალვა დაუწესა იმ მოტივით, რომ ისინი კორუფციულ გარიგებებში იღებდნენ მონაწილეობას.

 

სხვა ამბების წაკითხვა