22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

აკია ბარბაქაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი დაიჭირეს იმიტომ, რომ არის ბერძენი და უმცირესობის წარმომადგენელი (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

აკია ბარბაქაძის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი ბერძნული წარმომავლობის გამო შეარჩიეს და დაიჭირეს. ამის შესახებ მან 20 აპრილს, გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას განაცხადა.

მანვე თქვა, რომ ლაზარე გრიგორიადისი უმცირესობის წარმომადგენელია და ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ის დააკავეს.

ბარბაქაძე კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს და ამბობს, რომ მისი დაკავება გათვლილი იყო საბერძნეთთან ურთიერთობის გასაფუჭებლად..

“ახალგაზრდა ბიჭი ჩასვეს ციხეში იმიტომ, რომ მარტის აქციები არ გაგრძელდა პერმანენტულად და გამოვიდნენ ესენი [ქართული ოცნება] შოკიდან.

თან შეარჩიეს სპეციალურად ტიპაჟი, უნდა ყოფილიყო უმცირესობის წარმომადგენელი, უნდა ყოფილიყო ბერძნულიც და ეს გათვლილია სხვა რამეზე, რომ ურთიერთობა გაგვიფუჭდეს კიდევ სხვა სახელმწიფოსთან”- თქვა აკია ბარბაქაძემ.