მე, ლევან ხაბეიშვილი, მზად ვარ, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს

1809
ნახვა/წაკითხვა

 “მე, ლევან ხაბეიშვილი, მზად ვარ,  თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს”- წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

“არანაირი სამართლებრივი საფუძველი, 21 წლის ლაზარეს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის არ არსებობს.  

მოწმეებზე, ანუ “რობოკოპებზე”, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებზე, 21 წლის ლაზარე ზემოქმედებას,ზეწოლას ვერ განახორციელებს.

მისი მიმალვაც გამორიცხულია, მითუმეტეს უმარტივესია, რომ აკონტროლონ მისი ქვეყნიდან გასვლის საკითხი და ასევე, აბსოლუტურად შესაძლებელია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, სამაჯურით მოხდეს მისი გათავისუფლება.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობის პირობებში, მე, ლევან ხაბეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თავდებში დავუდგე ლაზარე გრიგორიადისს”- წერს ლევან ხაბეიშვილი.

IMG.GE ___________________________ IMG.GE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here