ბოლო ამბები
17/09/2024

ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის – კელი დეგნანი

გაზიარება

ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ის დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ “ხალხის ძალის” კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით, ისინი პასუხს აგებენ იმ რისკებზე, რაც შესაძლოა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს შეექმნას.

ამის შესახებ კელი დეგნანმა დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი.

აქ რეალური კითხვაა – რა არის საქართველოს ინტერესებში? ნათელია, რომ საქართველოს არცერთი ვერსია არ სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება.

ასევე ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი.

გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, ვინაიდან, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო წარმატებულ მომავალს. და ეს საქმე, რაც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

კითხვა ჩნდება – რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს ნამდვილად საფრთხის ქვეშ ჩააგდებს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია”, – თქვა კელი დეგნანმა.

სხვა ამბების წაკითხვა