ბოლო ამბები
11/10/2024

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ძირითადი მასა ომს უყურებს მედიის ვარდისფერი სათვალეებით – ვანო ნადირაძე

გაზიარება

“სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ძირითადი მასა ომს უყურებს მედიის ვარდისფერი სათვალეებით, რომელიც მიჩვეულია მხოლოდ გამარჯვებების წარმოჩენას “გულის მალამო” ინფორმაციებს. კიდევ უფრო სამწუხაროდ დასავლელი „ექსპერტების“ თუ ანალიტიკოსების მიერ გავრცელებული ზღაპრები წინა ხაზზე ბიჭებს არ შველის და არავინ არ იცის კიდევ რამდენი შეეწირება ამ დედა მ…ლ ომს “– წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველო ვანო ნადირაძე,

“ძალიან რთული დღეებია ამ დროისთვის , რადგან ორკები ბახმუტზე ზეწოლას არ წყვეტს. იქ “ზეკების” და “ჩმობიკების” უმეტესობა დიდი ხანია შეიცვალა რეგულარული ჯარით და დესანტით, ამიტომ, ძალიან რთული სიტუაციაა და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი უცნობია. მაგრამ ეს უნდა მიიღოს ყველამ, მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში ყოველგვარი ყურების ჩამოყრის გარეშე, მითუმეტეს მათ, ვინც თბილად ზის სახლში და ერთი კენჭის დადება არ უნდა ამ ომში გასამარჯვებლად.

იამაყეთ ყველა იმ მეომრით, ვინც წინა ხაზზეა ქართველი, უკრაინელი თუ სხვა ეროვნების და თუ ვინმეს სურს გამოხატოს თავისი აზრი, უკმაყოფილება ან საყვედური, მაშინ მოდით აქ , ჩამოაღწიეთ აქამდე, თუ რამის ტრაკი გაქვთ და ეს ყველაფერი მეომრებს პირადად უთხარით.

სიტუაცია არ შეცვლილა, წინა ხაზზე რუსები შედეგს ვერ დებენ, უკვე კუს ნაბიჯებითაც არ აქვთ წინსვლა რასაც ჰქვია. ეს მათი დიდი ფართო მასშტაბით შეტევაც ძალიან მალე მათი განადგურების დასაწყისით დაიწყება ……წიწილებს შემოდგომაზე კი არა გაზაფხულზე ითვლიან. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს”- წერს ვანო ნადირაძე.

სხვა ამბების წაკითხვა