ბოლო ამბები
21/03/2025

აქონდროპლაზიის სამკურნალო წამლის დაფინანსების მოთხოვნით აქცია იმართება

გაზიარება

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია იმართება ოპერის თეატრთან, სადაც სამთავრობო ღონისძიება მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მეოთხე დღეა მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ ღამეს და ითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდეს მათ, რათა გადაწყდეს საქართველოს მთავრობის მიერ სამკურნალო პრეპარატის შეძენის საკითხი.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვინაიდან მედიკამენტი კვლავ გამოცდის ეტაპზეა, შეიცავს რისკებს, თუმცა გარანტიას იძლევა, რომ თუ, სექტემბრისთვის ევროპის რამდენიმე ქვეყანა მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას და დააფინანსებს ამ მედიკამენტის შეძენას, საქართველოც აუცილებლად დააფინანსებს აღნიშნულ მედიკამენტს.

მშობლები ამბობენ, რომ ისინი არიან აპოლიტიკურები და აღნიშნული აქციის მიზანი არის მხოლოდ მათი შვილების ჯანმრთელობა.

ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდის დედაა, მთავრობა მოუწოდა აიღოს ჩეხეთის მაგალითი, სადაც ეს პრეპარატი დაჩქარებული წესით იქნა მიღებული და დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ.

სხვა ამბების წაკითხვა