ბოლო ამბები
01/12/2024

შეწყალების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია – კელი დეგნანი გვარამიას საქმეზე

გაზიარება

ამერიკის ელჩის განცხადებით, ნიკა გვარამიასა და სხვათა  შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სალომე ზურაბიშვილის უფლებაა. ამის შესახებ კელი დეგნანმა დღეს, ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც სთხოვეს მისი პოზიციის დაფიქსირება ჰელსინკის კომისიის წერილზე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

ელჩი დეგნანი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გადაწყვეტილების მიღებისას  ითვალისწინებს ყველა ასეთ თხოვნას, მათ შორის ჰელსინკის კომისიის.

“ჰელსინკის კომისია ძალიან პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მანდატი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა უფლებებს, მათ შორის მედიის თავისუფლებას, მთელ მსოფლიოში. ამ ორგანიზაციამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ და საელჩომ, გარკვევით განაცხადა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების შესახებ, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე.

ასე რომ, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მეგობარი, მისი დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციისკენ პროგრესის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, შეწყალების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ის ითვალისწინებს ყველა ასეთ თხოვნას, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თხოვნას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

სხვა ამბების წაკითხვა