“აგვისტოს ომის შემდეგ, დავით კეზერაშვილმა იარაღი მიჰყიდა რუსებს” – ამის შესახებ ელისო კილაძემ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ასრულებს ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც სწორედ აღნიშულ თემას ეხება, რამაც კეზერაშვილი შეაშინა და გადაწყვიტა, რომ შური იძიოს მასზე და მოახდინოს მისი სახელის დისკრედიტაცია, თითქოს მას აქვს ქოლ-ცენტრები, სადაც დღეს კრიმინალური პოლიცია იმყოფებოდა.
“მე მყავს კონკრეტული მოწმეები, ადამიანები და კონკრეტული კვალი, ყველაფერი ვიცი როგორ მოხდა ამ ტექნოლოგიებისა და იარაღის გაყიდვა. აი, ამან შეაშინა კეზერაშვილი და გადაწყვიტა, რომ უნდა მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია და შანტაჟი, ნურას უკაცრავად”- განაცხადა ელისო კილაძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს