იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ეხმიანება მის შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის არის “ბარიგა და მოთამაშე”. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც ქავთარაძემ მისი მეგობრის ფეისბუქ პოსტი მოიწონა.
ყველაფერი კი დაიწყო ლაშა ტალახაძეზე დაწერილი არასაჯარო, ირონიული პოსტით, რომელიც ცალკეულმა ინტერნეტ გამოცემებმა გამოაქვეყნეს ახალ ამბად და მთავარ აქცენტად დაისვა ნიკა ქავთარაძის მიერ ამ პოსტის მოწონება.
“მეგობრებო, ახლობლებო და უცხოებო. ახლა ვნახე გაუგონარი და გულისამრევი პოსტი. პოსტი, რომელიც არის მთლიანად სიცრუე. რადგან ეფუძნება ფაქტს, რომელიც არ არსებობს ბუნებაში.
მეგობარს ეწერა პოსტი, სადაც ირონიულად დასცინოდა იმ ხალხს, ვინც წარმატებულ ქართველ სპორსტსმენებს მათი პარტიულ- პოლიტიკური ნიშნით აფასებს.
მაგალითად შენგელიას – ცეესკას გამო, ვიღაცას ქოცობის და ა.შ. ანუ პოსტი იყო ასეთ ხალხზე ირონია.
მე ვიცნობ პოსტის ავტორს, დავუფასე ეს ხუმრობა და დავგულე. პოსტი ეხებოდა ამ დროის უდეს სპორტსმენს,საქართველოს სიამაყეს და ჩემ მეგობარ ლაშა ტალახაძეს.
ლაშას და გიორგი ასანიძის სიყვარულს და პატივისცემას ვერ დამასწრებს ბარე ორი ამ ქვეყანაში.
ამ პოსტზე კომენტარი გაუკეთეებია ერთ “ექსპერტს”, რომელიც საშინელ ცილს მწამებს და რაც მთავარია, უამრავ ადამიანს აზიზღებს ჩემ თავს.
მე დიდი ხანია საჯარო საქმიანობას შევეშვი, ტელევიზიასაც მათ შორის, ვერც ჩემს პოსტებში ნახავთ ხშირად პოლიტიკურ თემატიკას. თუმცა მაინც გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ ხალხი მოატყუოს.
არა, მე ეს არ მიქნია და არასდროს ვიზამ! ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, თქვენთვის არაა ეს პოსტი. თქვენ ამას არ დაიჯერებდით, ზუსტად ვიცი. ეს იმათთვისაა, ვინც მოატყუეს!
თქვენ კი გილოცავთ კიდევ ერთ უდიდეს გამარჯვებას! დიდი სიყვარულით. ისეთი სიყვარულით, როგორითაც მინდა ჩემი შვილებიც უყვარდეთ ამ ქვეყანაში!”- წერს ნიკა ქავთარაძე.
განცხადება გაავრცელა პოსტის ავტორმაც, რომელიც ამბობს, რომ ლაშა ტალახაძეზე პოსტი იყო ირონიული და სინამდვილეში, ის არის მისი დიდი გულშემატკივარი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს