ვულოცავ “ქართულ ოცნებას” დაბადების დღეს! სწორედ ისაა დღეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის გარანტი და ამ ურთულეს პერიოდში სტაბილურობის, მშვიდობიანი ცის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისავლისა და განვითარების შემოქმედი!”– წერს რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლებს პარტიის დაარსებიდან 11 წლისთავს ულოცავს.
“ამის, ყველაფრის დამნახავი, მიმხვედრი და დამფასებელი ადამიანი ამ ქვეყანაში ბევრია, ეს ხალხი მუშაობს, უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და რაც ყველაზე მთავარია ადექვატურად აფასებს ყველა მოვლენას. ეს ადამიანები თქვენს შეცდომასა თუ ნაკლს ხედავენ და გითითებენ, რჩევას გაძლევენ კორექტულად ისე, როგორც ცივილურ ქვეყანას და საზოგადოებას შეეფერება.
სწორედ ესაა ის ელექტორატი, რომელიც საარჩევნო უბანთან აკეთებს საკუთარ არჩევანს ჩუმად, მშვიდად და წყნარად!
ასეთია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა უმრავლესობა და რადგან არ ვხმაურობთ ნურავის ეგონება, რომ არ ვარსებობთ! უბრალოდ არ გვცალია, ვშრომობთ!
“ქართულ ოცნებას” გისურვებთ წარმატებას და მადლიერი ამომრჩევლის რიგების გაზრდას!
როდესაც მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მმართველი პარტიის მადლიერია ე.ი. ქვეყანა სწორად ვითარდება და კეთილდღეობა სუფევს! გმადლობთ ყურადღებისათვის”– წერს ბაკურ ბაკურაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს