ბოლო ამბები
14/12/2024

არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ეს პრეპარატი [ვოსორიტიდი], როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის – ნინო ხელაძე

გაზიარება

„არცერთი ქვეყნის პროტოკოლში, ეს პრეპარატი [ვოსორიტიდი], როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის“, – განაცხადა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ნინო ხელაძემ, იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქონდროპლაზია საფრთხეს არ უქმნის პაციენტთა სიცოცხლეს და შესაბამისად, უმჯობესია წამლის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებისა და საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ იქნას მიღებული. რაც შეეხება აღნიშნული სინდრომის თანმდევი დაავადებების, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს.

“ჩვენ ყველა ქვეყნის პროტოკოლი, რაც ამ წუთში არსებობს, გვიდევს და ყველას მიხედვით ვაჯერებთ. ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ბავშვებისთვის რეალური რაც არის, ისეთი ფორმით შევიმუშავებთ.

წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვთ სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, რაც შეიძლება დროულად და კვალიფიციურად უნდა იყოს შეთავაზებული“, – განაცხადა ნინო ხელაძემ.

 

სხვა ამბების წაკითხვა