საბურთალოს რაიონის ყოფილი გამგებელი (ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში) გია ხუროშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს მომხდარ ამბავს იხსენებს, ამავდროულად ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა საპროტესტო აქციებსა და მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით გააკეთა.
“რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს! ვანო მერაბიშვილი შს-მინისტრია.
მივედით მასთან სამინისტროში. რაღაც კანონს ვიხილავთ. ვანოსთან ერთად შევედით შენობაში დავინახეთ რომ ვიღაც ახალგაზრდა პოლიციელი შესასვლელში ჩამომჯდარია და ჩასძინებია. ვანო მისკენ წავიდა და გვერდით ისე მიუჯდა, რომ ამ ბიჭის თავი ვანოს მხრებზე აღმოჩნდა. უცებ გაეღვიძა ამ ტიპს და რას ხედავს მინისტრი უზის გვერდით!
წარმოგიდგენიათ როგორ დაიძაბა ყველა. ვანო “ღადაობს” და ამ ახალგაზრდას ეუბნება “პახმელიაზე” ხარო?!
არაო უთხრა, მაგრამ თვალები რაღაცნაირად გაუწყლიანდა. ვიღაცამ ვანოს ჩასჩურჩულა, შვილი ჰყავს ძალიან ავად და წუხელ საავადმყოფოში გაათენაო!
გამომყევიო უთხრა ამ ახალგაზრდას. დეტალებში გამოჰკითხა ამბავი, შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ დატრიალდითო!
თავდაყირა დადგნენ სამსახურები, ზოგი იუსტიციაში რეკავდა და პასპორტს უკეთებდა ( დედას, მამას და შვილს) მათ პასპორტებიც არ ჰქონდათ!
საგარეო სამსახურის გოგოები საკონსულოსთან იყვნენ კავშირზე, ვიზები უნდა მოესწროთ, ერთი ადამიანი გერმანიიის წამყვან კლინიკაში არკვევდა ბავშვის გადაყვანის და მიღების საკითხებს ( ვინაობებს არ ვასახელებ თუ უნდათ თავად იტყვიან)
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილის 5 საათზე, მიუნხენის რეისით ამ ახალგაზრდა, ხელმოკლე და “უპარტიო” პოლიციელის ოჯახი გერმანიაში გაფრინდა!
ბავშვი გადარჩა!
ასეთ ისტორიებს რატომღაც ხალხს გიმალავენ! არ გიყვებიან! მე კი დღეს გამახსენდა ეს ამბავი და მოგიყევით! ახლა ღარიბაშვილიც კაცია და ვანოც?”– წერს ხუროშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს