ბოლო ამბები
05/11/2025

ჩვენ როცა ძალაუფლება გვექნება: თქვენ არასოდეს ჩამოგრეკავთ ავტობუსებით და “მარშრუტკებით” – თამარ ჩერგოლეიშვილი

გაზიარება

ჩვენ როცა ძალაუფლება გვექნება: თქვენ არასოდეს ჩამოგრეკავთ ავტობუსებით და “მარშრუტკებით”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში:

“ქოცებს” ის არ ეყოთ, რომ პირუტყვივით ექცევიან საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. ახლა პირუტყვივით შეშინება დაუწყეს:

გუშინ ისხდნენ და ავტობუსებით და მარშრუტკებით ჩამორეკილ ხალხს აშინებდნენ, რომ ჩერგომ და გიგამ თუ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს, ამ ხალხს დაბალი კლასის მოქალაქეებად ჩავთვლით სეგრეგაცია მოხდება.

მეგობრებო, ჩვენ როცა ძალაუფლება გვექნება: თქვენ არასოდეს ჩამოგრეკავთ ავტობუსებით და მარშრუტკებით ჩვენს მხარდასაჭერად – ჩვენს დროსაც ნანახი გვაქვს, ქოცების დროსაც. ეს ჩვენი ამოცანებისთვის კონტრპროდუქტიულია – უგემოვნოცაა რა დაგიმალოთ.

თქვენ არასოდეს მოგექცევით პირუტყვივით და არ გაგხდით დასაცინად.
ჩვენ რა ქვეყანასაც ვაშენებთ და რა სისტემასაც ვხედავთ, ის სისტემა თავისუფალი ნების ადამიანებმა უნდა შექმნან – სხვანაირად არ გამოგვივა.

ამიტომ, თქვენი ადამიანობა დაფასდება – უნიკალურად და არა პირუტყვივით – თვლით. თქვენ არასოდეს მოგექცევით ისე, როგორც ჩვენ არ გვინდა მოგვექცნენ.
ჩვენ ვიცით, რომ ფასით ვართ ნაყიდი და არ უნდა გავხდეთ ადამიანთა მონები – ასე გაგვზარდეს.

სხვანაირად ჩვენს მიზანს, დაფუძნდეს თავისუფალი რესპუბლიკა – ვერ მივაღწევთ. მოკლედ, მოგეწონებათ თქვენი თავი, როცა/თუ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ ადამიანებად გთვლით და არა პირუტყვად და გული გვერევა, როცა ვხედავთ რომ პირუტყვივით გექცევიან. თავი არ დააგოიმებინოთ პროპაგანდისტებს.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა