ბოლო ამბები
12/12/2024

მოსკოვის ცნობით, კრემლის შენობაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის მცდელობა იყო

გაზიარება

“კიევმა ოთხშაბათს ღამით სცადა  თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე” – იტყობინება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია .

“კრემლისკენ ორი უპილოტო საფრენი აპარატი იყო მიმართული. სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები გაუქმდა”, – ნათქვამია კრემლის ოფიციალურ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო სახელმწიფოს მეთაურის სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა.

პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა “რია ნოვოსტი”-ს განუცხადა, რომ პუტინი კრემლში არ იმყოფებოდა უკრაინული უპილოტო აპარატების  თავდასხმის დროს, დღეს ის მუშაობს თავის რეზიდენციაში მოსკოვის მახლობლად ნოვო-ოგარიოვოში. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ 9 მაისს წითელ მოედანზე აღლუმის გამართვის გეგმები ძალაში რჩება.

“მოსკოვმა კიევის ქმედებები დაგეგმილ ტერორისტულ აქტად და პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობად მიიჩნია გამარჯვების დღისა და 9 მაისის აღლუმის წინა დღეს. რუსული მხარე იტოვებს უფლებას უპასუხოს ამ თავდასხმას – სად და როდის ჩათვლის საჭიროდ.”- ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა