ბოლო ამბები
18/03/2025

ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას – მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება

“ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას”– წერია მიხეილ სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში, რომელიც ეხმიანება კლინიკის დირექტორ ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომელმაც არ დაადასტურა სააკაშვილის გონების დაკარგვის და  მაგიდაზე თავის დარტყმის ფაქტი, რადგან, მისი თქმით, პალატაში რკინის მაგიდა საერთოდ არ დგას.

“ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი – ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.

ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.

გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი.”– წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

სხვა ამბების წაკითხვა