22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში – გიორგი ვაშაძე (ვიდეო)

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

“ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში”– ასე გამოეხმაურა გიორგი ვაშაძე, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც, მისი ძმის კუთვნილი ფართი დალუქეს.

გიორგი ვაშაძის თქმით, მას ან მის ძმას ქოლ-ცენტრები არ აქვთ და ის მაქსიმალურად ეცდება დაუკავშირდეს გერმანელ სამართალდამცველებს და მიაწოდოს ინფორმაცია თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით.

“ხაზგასმით ვამბობ, ქოლცენტრების უკან თუ ვინმე დგას საქართველოში, ეს არის “ქართული ოცნება”, რომელიც ფინანსდება ქოლცენტრების თაღლითური სქემით, რომელსაც მფარველობენ სუსის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები!
თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები და ვერ გამაჩერებთ!

მე აუცილებლად ვეცდები გავიდე კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომლებსაც მივაწვდით მაქსიმალურად ყველა ინფორმაციას!

ევროკავშირში ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები და კრიმინალები მიეცენ პასუხისგებაში, მათ შორის, ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.