22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ამერიკაში, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წელი მიუსაჯეს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

პიტერ შვარცს, რომელსაც 2021წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა და პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად, ვაშინგტონის სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი” ავრცელებს.

პიტერ შვარცი 49 წლის არის, პენსილვანიიდან, პროფესიით შემდუღებელია, მისი სასჯელი კი ყველაზე მკაცრია დანარჩენ ბრალდებულებთან შედარებით, რომლებიც ამავე საქმეზე არიან დაკავებულები, თუმცა, ბრალდების მხარე მისთვის 25 წლიან სასჯელს ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში მაშინ შეიჭრნენ, როცა კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ტრამპის მხარდამჭერები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ის გაყალბდა. კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, მათ დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა.

დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.