22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

არასრულწლოვანმა ფარულად გადაუღო ვიდეო მამაკაცს, რომელიც მასთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობს

გიორგი ლაღიძე•
სარეკლამო ბანერი

არასრულწლოვანმა ფარულად გადაუღო ვიდეო მამაკაცს, რომელიც მასთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ცდილობს.

შემთხვევა ვანში მოხდა. სკოლის მოსწავლემ ვიდეო იმ დროს გადაიღო, როდესაც შუახნის მამაკაცი, რომელიც სკოლის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი და ამავდროულად, ამავე სკოლის დირექტორის ქმარია, არასრულწლოვან გოგონასთან ინტიმური ხასიათის ურთიერთობის დამყარებას ცდილობს.

ვიდეოში არ ჩანს სექსუალური ძალადობის ფაქტი, არც აგრესია, თუმცა, მამაკაცი ირიბად ცდილობს არასრულწლოვანს ხელით შეეხოს, რაზეც გოგონა ეუბნება, რომ არ უყვარს, როდესაც ხელით ეხებიან.

მომხდარის შემდეგ თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა, რომელიც აღნიშნული მამაკაცის მეუღლეა.

ვიდეომასალა ელისო კილაძემ გაავრცელა: