მიშა მშვილდაძის გამოხმაურება თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც გიორგი ვაშაძის ძმის, დავით ვაშაძის კუთვნილი საოფისე ფართი დაილუქა.
მშვილდაძის ვერსიით, შპს, რომელიც ამ ოფისში საქმიანობდა, დაარეგისტრირა ხელისუფლებამ, რათა შემდეგ ეს სპეცოპერაცია დაგეგმილიყო.
“ახლა აქ რა ხდება – ერთი კვირის წინ დაარეგისტრირეს შპს, რომლის დირექტორიც გვარად არის ვინმე არახამია, (ეს რატომ დაგამახსოვრეთ, მიხვდებით) არავითარი შეხება არ აქვს იმ არახამიასთან, ვიღაც არახამიაა.
ამ შპს-ს საქმიანობის სფეროში ჩაწერეს ქოლცენტრები რომ გეგონოს, ეგეთი საქმიანობა – აი, ელისო კილაძე რომ იძახის, სასტუმროების ონლაინ გაქირავების აპლიკაციას ვაკეთებდიო, Booking.com-ის “პონტში”, რაღაც ეგეთი.
მერე, ეს ახლადშექმნილი შპს მივიდა შენობაში, სადაც ვაშაძის ძმას რომელიღაც სართულზე აქვს სასტუმრო და იმავე შენობაში იქირავეს ოფისი.
მეორე დღესვე მივიდა იმედი და გააკეთა სიუჟეტი რომ ვაშაძის ძმის შენობაში უკრაინელ დავით არახამიას ძმას ქოლცენტრი აქვს – ექვსასი ტყუილი ერთდროულად, იმას ძმაც არ ყავს საერთოდ, მარა მიდი ახლა და ამტკიცე:
ერთი თვის ქირაც არ ექნებათ იმათ გადახდილი ამ ოფისის, მაგასაც ზოგავენ, “განდონები” ხომ არიან და ეკონომიურადაც უნდათ თან: ბევრს შევატყე ცოტა დაბნეულობა და რომ იცოდეთ სრული სიმართლე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე”- წერს მშვილდაძე.
ამ თემაზე:
გიორგი ვაშაძის ძმა მის კუთვნილებაში არსებული ფართის დალუქვაზე კომენტარს აკეთებს (ვიდეო)
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს