ბოლო ამბები
18/03/2025

დავით არახამიას თქმით, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა, თუმცა ამერიკელებმა სთხოვეს, რომ თავი შეეკავებინა

გაზიარება

დავით არახამიას თქმით, ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოსვლა სურდა, თუმცა ამერიკელებმა თავის შეკავება ურჩიეს, რადგან ეს დიდ სკანდალს გამოიწვევდა.

ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ზუსტად არ ვიცი, გამაფრთხილეს. ალბათ, საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი, დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. ივანიშვილი 10 წელზე მეტია, რაც არის და ის არც მეფეა, არც მონარქი, არც დიქტატურაა. დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება შეიცვლება. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს, – განაცხადა არახამიამ.

სხვა ამბების წაკითხვა