სამეგრელოს პოლიციამ დააკავა მამა, რომელსაც შვილის გაუპატიურება ედება ბრალად.
1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის
არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების
საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების
შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ
კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ, რომელიც ასევე დაკავებულია.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი
შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,გ“
ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს