ბოლო ამბები
14/12/2024

15 მაისიდან რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

გაზიარება

15 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ გამგზავრება შეეძლებათ 90 დღემდე ვადით. ამ ინფორმაციას რუსული მედია “TASS” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, სავიზო რეჟიმი უქმდება 15 მაისიდან და საქართველოს მოქალაქეებს 90-დღემდე ვადით შეეძლებათ უვიზოდ ჩასვლა, ამავე განკარგულებით, რუსეთის პრეზიდენტმა გააუქმა აკრძალვა, რომელიც პირდაპირ ფრენებს ეხება.

„დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე, მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთში სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტხანს დარჩენას გეგმავენ.”- ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულებაში ასევე გაწერილია რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების თანამშრომლად გაგზავნილი საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების წესები.

დოკუმენტის მიხედვით, მათზე გაიცემა ერთჯერადი ვიზა სამი თვის ვადით და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ თანამშრომლების აკრედიტაციის შემდეგ, მათ და მათ ოჯახებს შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ შესვლა და დარჩენა 90 დღის (3 თვე)  განმავლობაში.

სხვა ამბების წაკითხვა