ბოლო ამბები
11/10/2024

მიშველეთ ხალხო, ჩემი შვილი, ჩემი კეთილი შვილი ცუდად მყავს, ყველას გთხოვთ დამეხმაროთ – 12 წლის გაბრიელის მამის მიმართვა

გაზიარება

ეს 12 წლის გაბრიელ ნიშნიანიძეა, აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭუნა, რომელსაც 8 თვის წინ უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა ღვიძლზე. ბოლო პერიოდში კი მას გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო, თუმცა, საქართველოში კონრეტული დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, რის გამოც საჭიროა მისი გადაყვანა თურქეთში, რაც დიდ თანხებან არის დაკავშირებული.

გაბრიელის მამა და დედა საზგადოებას დახმარებას სთხოვენ.

“მიშველეთ ხალხო, ჩემი შვილი, ჩემი კეთილი შვილი ცუდად მყავს, საქართველოში ვერ შევძელით ვერაფერის გარკვევა, ვერც დიაგნოზი, ვერც მკურნალობა,
ისეთი შეშინებულია ისე ცუდად მყავს.

თავი რომ მოვიკლა და რომ ვიცოდე ეშველება,  საკუთარ სიცოცხლეს ვაჩუქებდი,
მაგრამ უნდა გადავარჩინო ჩემი ნაწილი, ჩემი შვილი.

ორშაბათს უნდა წავიყვანოთ თურქეთში და ყველას გთხოვთ დამეხმაროთ, რომ შევაძლებინო.

პირველად ვამბობ ხმამაღლა, აღარ შემიძლია ამხელა კაცს შვილის ასე ყურება,
რატომ დატანჯა ცხოვრებამ ასე ჩემი შვილი არ ვიცი.

რვა თვეა ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და არ აკმარა, ისევ ცუდადაა, მთებს შევძრავ! არაფერი არაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გაბრიელის ჯანმრთელობა და სიცხოცხლე, ჩვენ ერთად, გაბრიელს დავუბრუნებთ ღიმილს”- წერს გაბრიელის მამა ავთანდილ ნიშნიანიძე.


საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი:  GE33BG0000000101172380
მიმღები: თამარ იარაჯული (გაბრიელის დედა)

თიბისი ბანკი: GE62TB7477945066300001
მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე (გაბრიელის მამა)

სხვა ამბების წაკითხვა