სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი

723
ნახვა/წაკითხვა

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პატიმრობიდან დროებით გათავისუფლებისა და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს არ დაევალა არც ქვეყნის შიგნით რომელიმე კლინიკაში გადაყვანა.

კითხვაზე, როდის მოხდება მისი გადასვლა ციხეში, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ როგორც კი ექიმები დადებენ დასკვნას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს პირობებს, მოხდება მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში.

___________________________