ბოლო ამბები
19/09/2024

გული მაქვს გახეთქვაზე, სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსკი,მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ირკუტსკი და ა.შ – ანიტა რაჭველიშვილი

გაზიარება

ოპერის მომღერალი (მეცო სოპრანო) ანიტა რაჭველიშვილი ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიერ, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამ “პატივცემულმა” მთავრობამ უკვე ყველა სამარცხვინო ლიმიტს გადააჭარბა!
რუსეთთან ფრენების აღდგენა?! მართლა?!

როდესაც მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა მათთან ფრენები?! საუბარია იმაზე, რომ ყველა ევროპული საჰაერო კომპანია გავა საქართველოს ბაზრიდან! სად ვიფრენთ იცით მარტო? მინსკი,მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ირკუტსკი და ა.შ.
Welcome to USSR Georgia (კეთილი იყოს საბჭოთა კავშირში მოსვლა)

საქართველოს “ოცნება” თქვენ “საქართველოს დასასრული” უნდა გერქვათ!
დანარჩენი პარტიების დიდი უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩემი აზრით უმაქნისი და გაყიდული პოლიტიკოსები ხართ!

ფაქტი ერთია: ქვეყანა და ერი თქვენ არ გაღელვებთ! რა გაღელვებთ დიდი ხანია გავიგეთ უკვე. უნდა ვიბრძოლოთ?! არ უნდა დავნებდეთ?!

რა თქმა უნდა! წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულებულია ჩვენთვის ყველაფერი!
გული მაქვს გახეთქვაზე! მერამდენე მთავრობა გამოვიცვალეთ, რამდენი დრო გავიდა და 3 მილიონიან ერს ვერ მიხედეს და დააყენეს ფეხზე.”– წერს ანიტა რაჭველიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა