“ისე ვცხოვრობ, რომ ხან კახელებს ვაყენებ შეურაცხყოფას, ხან ხევსურებს”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა დღეს, როდესაც გამოეხმაურა ხევსურებისა და კანიბალიზმის შესახებ მის ჩანაწერს, რომელიც მისი თქმით 2014 წელს ჩაიწერა.
“მიმიყენებია შეურაცხყოფა 2014 წელს, ახლა არის 2023 წელი. ის მასალა ჩაიწერა დიდი ხანია, ნათარგმნია ინგლისურად და ფრანგულად და ჯერჯერობით პრეტენზია არავის არ ჰქონია.
საერთოდ, ბევრ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის ვადა და ჩემსას თურმე არა. ანუ, რას ვიტყვი მე 2014-ში, ამაზე თურმე პასუხი უნდა ვაგო.
თუკი ვინმე ამ ხალხიდან წერა-კითხვის მცოდნეა და წაიკითხავს ალუდა ქეთელაურს, ყველა პრეტენზია ექნება ვაჟა-ფშაველასთან და არა ჩემთან იმიტომ, რომ მე არ მინახავს ალუდას სიზმარი, მან ნახა კანიბალისტური ხასიათის სიზმარი”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა
მისივე თქმით, 20-მდე უცნობი ადამიანი იყო შეკრებილი მის სახლთან და ელოდებოდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც მისმა ქალიშვილმა პოლიცია გამოიძახა, ისინი გაქრნენ, ამბობს ბერძენიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს