“ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ ავიაკომპანიებს.
„ჩვენ მოვისმინეთ უცხოელების განცხადებები, რომ არ უნდა მოხდეს სანქცირებული კომპანიების მიღება. ამას ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და სანქცირებული თვითმფრინავები, კომპანიები, ბორტები არ იქნება მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა იქნება შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებული. სპეკულირებისთვის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენი ოპონენტები არიან სპეკულანტები და მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით, არამედ სხვა ინტერესებით“, – აღნიშნა კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას და გიორგი ვაშაძეს. კობახიძის თქმით, ისინი სპეკულირებით არ დაკავებულები.
„ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში და ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს. ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ იმით, რომ აღდგა ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები არიან სპეკულანტები“, – აღნიშნა კობახიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს